ახალი ამბები

თბილისში, სავარაუდოდ, გაზის ნამწვით 7 ადამიანის გარდაცვალებაზე გამოძიება დაიწყო

31 იანვარი, 2019 • 1364
თბილისში, სავარაუდოდ, გაზის ნამწვით 7 ადამიანის გარდაცვალებაზე გამოძიება დაიწყო

თბილისში, სავარაუდოდ, გაზის ნამწვით 7 ადამიანის გარდაცვალებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მომხდარს უწყება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით იძიებს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღეს, 31 იანვარს თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” “ყაზტრანსგაზში” დაუსადტურეს.

სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად თბილისში კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. მიმდინარე თვეში 4 ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებას დიღომში. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი იყო. მანამდე, 6 ნოემბერს ვარკეთილში გაზით ინტოკსიკაციის შედეგად 9 წლის გოგონა დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი