ახალი ამბები

“მე არ მინდა ვიყო შემდეგი” — აქცია I თებერვალს ველომოყვარულთა ორგანიზებით

31 იანვარი, 2019 • 1907
“მე არ მინდა ვიყო შემდეგი” — აქცია I თებერვალს ველომოყვარულთა ორგანიზებით

პირველ თებერვალს, 18:00 საათზე თბილისში, პირველი რესპუბლიკის (ვარდების) მოედანზე, ველომოყვარულებისა და სხვადასხვა ჯგუფის ორგანიზებით იმართება აქცია რამდენიმე დღის წინ დაღუპული ველოსიპედისტის პატივსაცემად.

“ღონისძიების მიზანია, დაანახოს საზოგადოებას და ქალაქის ხელისუფლებას, რა სავალალო ვითარებაა ქალაქში  და გამოვთქვათ მზადყოფნა შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებულად მუშაობისა ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის”, – წერენ ორგანიზატორები.

67 წლის გურამ ინაკაძე 28 იანვარს, საღამოს დაიღუპა დიღმის მასივის გადასახვევთან ავტომობილთან შეჯახების შედეგად. იგი ველოსიპედით ბრუნდებოდა სახლში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს, შეუერთდნენ აქციას, თუკი სურთ, რომ “ჩვენს ქალაქში ადამიანებს არ კლავდნენ ველოსიპედით გადაადგილების დროს”.

აქციის შემდეგ მოეწყობა ველომსვლელობა შემდეგი მარშრუტით: ველოსიპედის ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ხეივნის 13-ე კილომეტრამდე [ავარიის ადგილამდე].

ორგანიზატორები არიან:

მასალების გადაბეჭდვის წესი