ახალი ამბები

ღმერთს სურდა, ტრამპი პრეზიდენტი გამხდარიყო – თეთრი სახლის პრესმდივანი

31 იანვარი, 2019 • 1583
ღმერთს სურდა, ტრამპი პრეზიდენტი გამხდარიყო – თეთრი სახლის პრესმდივანი

თეთრი სახლის პრესმდივნის, სარა სანდერსის თქმით, სჯერა, რომ 2016 წელს დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა ღმერთს სურდა. ამის შესახებ მან “ქრისტიანულ სამაუწყებლო ქსელთან”  ინტერვიუს დროს განაცხადა.

“ვფიქრობ, ღმერთი მოგვიწოდებს, მოვირგოთ სხვადასხვა როლი სხვადასხვა დროს. ვფიქრობ, მას სურდა, დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გამხდარიყო და ამიტომაც არის ის აქ”, – თქვა სანდერსმა.

მისივე თქმით, ტრამპმა უზარმაზარი შრომა გასწია მორწმუნე ხალხისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

სარა სანდერსი თეთრი სახლის პრესმდივნად 2017 წლის ივლისში დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი