ახალი ამბები

მეფუტკრეები თაფლზე გამოცხადებული ტენდერის საკითხზე მთავრობას მიმართავენ

30 იანვარი, 2019 • 1420
მეფუტკრეები თაფლზე გამოცხადებული ტენდერის საკითხზე მთავრობას მიმართავენ

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების გამგეობა პრემიერს, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფლის მეურნეობის მინისტრს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართავს.

მეფუტკრეების მიმართვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერს ეხება, რომლის მიხედვითაც შსს-სთვის, შესაძლოა, რუსული წარმოების თაფლი შეისყიდონ.

მიმართვის ხელმომწერები მოუწოდებენ შესყიდვების სააგენტოს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა ტენდერშიი გამარჯვებულმა კომპანიამ შესყიდვაში წარმოადგინოს საქართველოში წარმოებული თაფლი.

შსს-თვის 1 024 800 ლარის თაფლი, შესაძლოა, რუსეთიდან ჩამოიტანონ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი