ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

OSCE სომხეთში მედიის მდგომარეობით შეშფოთებულია

23 ივლისი, 2014 • • 1102
OSCE სომხეთში მედიის მდგომარეობით შეშფოთებულია

მიატოვიჩმა განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებამ შესაძლოა მედიის როლის შემცირება და საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხების უფრო იშვიათად გაშუქება გამოიწვიოს.

 

“ამ გადაწყვეტლებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მასობრივი კომუნიკაციების საშუალებებზე, რამდენადაც მას შეუძლია ხელი შეუშალოს იმ საკითხების გაშუქებას, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ჟურნალისტების მიერ ინფორმაციის ანონიმური წყაროს საიდუმლოდ შენახვა აუცილებელია,”- განაცხადა მიატოვიჩმა.
 
 
ეუთოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ წყაროს დაცვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია და ორგანიზაციას [OSCE] არაერთხელ განუცხადებია ამის შესახებ.  
 

26 ივნისს ერევნის ადმინისრტაციულმა სასამართლომ დაავალდებულა გაზეთები- hrapark.am და Ilur.am ინფორმაციის წყარო დაასახელოს. აღნიშნულმა ორმა გამოცემამ გამოაქვეყნა მასალები მაღალი რანგის ჩინოვნიკების სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   



მასალების გადაბეჭდვის წესი