ახალი ამბები

ჩვენი მიზანი არ იყო აზრების თავს მოხვევა საქართველოს ეკლესიისთვის – მიტროპოლიტი ემანუელი

30 იანვარი, 2019 • 2955
ჩვენი მიზანი არ იყო აზრების თავს მოხვევა საქართველოს ეკლესიისთვის – მიტროპოლიტი ემანუელი

კონსტანტინოპოლისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის, მიტროპოლიტ ემანუელის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა მართლმადიდებელი ეკლესიების დღის წესრიგში მყოფი საკითხები, მათ შორის უკრაინის ავტოკეფალია განიხილეს, თუმცა კონსტანტინოპოლის მიზანი არ ყოფილა “რაიმე აზრის თავს მოხვევა”.

“ჩვენი მიზანი არ იყო რაიმე აზრის თავს მოხვევა, ან ზეწოლა, ან შეთავაზება, ეს იყო მხოლოდ ინფორმაციული შეხვედრა და დეტალებზე შეთანხმება, რაზეც იყო საუბარი ტომოსში. ვიცით, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სიბრძნე იმისთვის, რომ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს.

…საუბარი იყო ყველა თემაზე, რაც დღეს დგას საერთო მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე. ჩვენი მთავარი მიზანი, რაზეც ვთანხმდებით, არის ერთობის შენარჩუნება ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. ჩვენ არ ჩამოვსულვართ იმის გამო, რომ საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთობაში არსებობს რაიმე პრობლემა. ჩვენ გვაქვს საერთო აზრი, საერთო შეხედულებები და ეს იყო ჩვეულებრივი, ძმური შეხვედრა მოძმე ეკლესიებს შორის”, – აღნიშნა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი