ახალი ამბები

იარლიყი “MADE IN GEORGIA” “H&M”-ის პროდუქციაზე

30 იანვარი, 2019 • 1883
იარლიყი  “MADE IN GEORGIA” “H&M”-ის პროდუქციაზე

ქართულმა კომპანიამ, სახელწოდებით “ემჯიემტექსი”, ბრენდის „H&M” ტექნიკური და სოციალური აუდიტის გავლა შეძლო და დღეიდან ბრენდის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა – ამის შესახებ ცნობა სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფეისბუქ გვერდზე განთავსდა.

ამავე ცნობით თანახმად, ეს ნიშნავს იმას, რომ “ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, “H&M“-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით “MADE IN GEORGIA” (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება”. “ემჯიემტექსტი” “აწარმოე საქართველოშის”ბენეფიციარია.

ბრენდ “H&M”-ს თბილისში ორი მაღაზია აქვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი