ახალი ამბები

საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ თანამდებობა დატოვა

30 იანვარი, 2019 • 3014
საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ თანამდებობა დატოვა

საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ თანამდებობა დატოვა. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ კუპატაძე სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. კუპატაძე ამ თანამდებობას 2017 წლის ნოემბრიდან იკავებდა. უწყებაში ჯერ არ ამბობენ, ვინ უხელმძღვანელებს საპატრულო პოლიციას.

თეიმურაზ კუპატაძე 13 წელია ძალოვან უწყებაში მუშაობს:

  • 2017 წლის აგვისტოდან თეიმურაზ კუპატაძეს შსს-საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
  • 2012 წელს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა, ხოლო მანამდე საპატრულო პოლიციას ხელმძღვანელობდა იმერეთში.
  • 2011 წელს, როდესაც თეიმურაზ კუპატაძე მთავარი პოლიციელი იყო იმერეთში, შემოსავლების სახით ერთ წელში 43 ათასი ლარი აქვს მიღებული.
  • 2011 წლის ქონებრივ დეკლარაციაში თეიმურაზ კუპატაძეს არ ჰქონდა მითითებული, რომ ბინას ფლობდა ქუთაისში. კუპატაძე ორი ბინის მესაკუთრე იყო თბილისშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი