ახალი ამბები

იორმუღანლოში გოგო გაიტაცეს, გამტაცებელი უკვე დაკავებულია – შსს

30 იანვარი, 2019 • 1242
იორმუღანლოში გოგო გაიტაცეს, გამტაცებელი უკვე დაკავებულია – შსს

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც 27 იანვარს 19 წლის გოგო მისი სახლიდან გაიტაცა. შსს-ს ცნობით, გატაცებული საკუთარ ოჯახში დააბრუნეს, კაცი კი საგარეჯოს პოლიციის შენობაშია გადაყვანილი.

როგორც გოგოს ოჯახის წევრები “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობენ, ინციდენტი სამი დღის წინ, 27 იანვარს, საღამოს საათებში მოხდა, როცა ის სახლში მარტო იმყოფებოდა. მათი ცნობით, გამტაცებელთან ერთად, რომელიც გოგოს ნათესავია, 2-3 პირი იმყოფებოდა.

გოგოს ბიძის, ნამიქ ხოჯაიევის თქმით, გამტაცებლის ოჯახის წევრებს სთხოვდნენ, გატაცებულის დედისათვის მისი ნახვის საშუალება მიეცათ, რაზეც უარს აცხადებდნენ.

გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი