ახალი ამბები

ქართული ოცნება 24%, ენმ 11% – NDI

30 იანვარი, 2019 • 2399
ქართული ოცნება 24%, ენმ 11% – NDI

NDI-ის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს 24% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 11%- ენმ-ს, ხოლო 3%- პატრიოტთა ალიანსს. NDI-იმ კვლევის პოლიტიკური შედეგების ნაწილი დღეს გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას 58% მიიღებს. კვლევისას ასევე დაინტერსდნენ უშუალოდ იმ ადამიანების მოსაზრებებით, რომლებიც აცხადებენ, რომ არჩევნებზე წასვლას აპირებენ: “ქართული ოცნება: – 27%, ენმ – 12%.

 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC–საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 2.1 პროცენტს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი