ახალი ამბები

მოსახლეობის 71 %-მა არ იცის პარლამენტში მათი მაჟორიტარი ვინაა

30 იანვარი, 2019 • 1536
მოსახლეობის 71 %-მა არ იცის პარლამენტში მათი მაჟორიტარი ვინაა

NDI-ს უახლესი კვლევის მიხედვით, რომელიც საზოგადოების განწყობებს ასახავს, საქართველოს მოსახლეობის 71 %-მა არ იცის, პარლამენტში მათი მაჟორიტარი ვინაა.

შესაბამის კითხვაზე, დაესახელებინათ საკუთაირ მაჟორიტარი, გამოკითხულთა 62-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არ იცის, 9 პროცენტმა კი ამ კითხვაზე არასწორი პასუხი გასცა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 28 პროცენტმა შეძლო, მათი მაჟორიტარის ვინაობა სწორად დაესაელებინათ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC–საქართველო მედიის 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 2.1 პროცენტს შეადგენს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი