ახალი ამბები

9 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით გორში 1 პირი დააკავეს

29 იანვარი, 2019 • 1617
9 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით გორში 1 პირი დააკავეს

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული ი.ს. გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის თანდასწრებით, არასრულწლოვანზე განხორციელებული ოჯახში ძალადობის ბრალდებით.

  • დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ, 2010 წელს დაბადებულ, უდედმამოდ დარჩენილ ცოლის დისშვილს, ოჯახის სხვა არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციის ცნობით, ი.ს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დააკავეს.

ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი და აღნიშნული ძალადობის შემსწრე მისი და სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თანდასწრებით არასრულწლოვანზე განხორციელებულ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი