ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთს ევროპასთან თანამშრომლობა საქართველოსგან დამოუკიდებლად უნდა

22 ივლისი, 2014 • • 1223
აფხაზეთს ევროპასთან თანამშრომლობა საქართველოსგან დამოუკიდებლად უნდა

აქვე ოლეგ დამენიამ ღარიბაშვილის განცახდებას, სადაც ის აფხაზებს ასოცირების შეთანხმების პერსპექტივებით სარგებლობას სთავაზობს, საქართველოს მიერ გატარებული პოლიტიკის შესაბამისი უწოდა. 

 

“აფხაზეთისთვის ეს ლოგიკა მიუღებლად რჩება. საქართველოს შეუძლია დაუახლოვდეს, ასოცირდეს და ინტეგრირდეს ნებისმიერ ქვეყანასთან და რეგიონთან. ეს მისი უფლებაა. ზუსტად ასევე ჩვენ გვაქვს უფლება და განვსაზღვრავთ, ვის დავუახლოვდეთ და ვისთან ვინტეგრირდეთ,”-აცხადებს დამენია.

 

რაც შეეხება ევროპას, დამენიას თქმით, აფხაზეთი მას კარგად იცნობს: “ჩვენ კარგი დამოკიდებულება გვაქვს მის მიმართ და ველოდებით მისი მხრიდან რეაქციებს. ჩვენ მზად ვართ ევროპასთან თანამშრომლობისთვის, თუ ის პატივისცემას გამოავლენს ჩვენ და ჩვენი პოლიტიკური ნების მიმართ.”

 

 

ოლეგ დამენია
ოლეგ დამენია

 

   მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი