m² – ის სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ მიღებას იწყებს

სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ პირველი ნაკადის მიღებას იწყებს! „კონსტრუქტ2“ დეველოპერული კომპანია“ „m² უძრავი ქონების“ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთო პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია.

11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი 600-მდე სერტიფიცირებულ სპეციალისტს, ხოლო სახელმწიფო პროგრამით კი, დიპლომირებულ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტებს მოამზადებს ყოველწლიურად. კოლეჯში სწავლა უფასოა.

სასწავლო დაწესებულება აღჭურვილია უახლესი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინვენტარითა და ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით.

„კონსტრუქტ2“-ის ტერიტორიაზე განთავსებულია კომფორტული და სრულად აღჭურვილი საერთო საცხოვრებელი, მოსასვენებელი სივრცე, უახლესი ლიტერატურითა და ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, კეთილმოწყობილი და გამწვანებული ეზო. კოლეჯის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია სპორტული მოედნისა და კაფეტერიის მოწყობა.

„კონსტრუქტ2“ m² – ის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც საგანმანათლებლო მიმართულების გაძლიერების, ისე სამშენებლო სფეროს განვითარების კუთხით. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.

„კონსტრუქტ2“ ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, შესაძლებლობები სწორი გზით მიმართონ და საკუთარი საქმის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ; ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა სტუდენტებმა უმაღლესი სტანდარტის თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ და შრომის ბაზარზე უკონკურენტო სამუშაო ძალად იქცნენ. გვჯერა, რომ ძალიან მალე კოლეჯი საერთაშორისო მნიშვნელობის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება, რაც მნიშვნელოვანი სტიმულია სამშენებლო სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის და ამასთან, დროული და საჭირო ნაბიჯი სფეროს განვითარებისთვის ქვეყანაში“ – ამბობს ირაკლი ბურდილაძე, m²-ის გენერალური დირექტორი.

რეგისტრაცია დაიწყო! დაინტერესებულ პირებს განაცხადის შევსება შეუძლიათ:

  • ონლაინ რეჟიმში, კოლეჯის ვებ-გვერდზე www. construct2.ge
  • კოლეჯში, მისამართზე: ქალაქი ზესტაფონი, ნიკო ნიკოლაძის ქ. N28
  • სატელეფონო ზარის მეშვეობით, ნომერზე: 557 355 335

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი