ახალი ამბები

სილქნეტი ჯეოსელის შეფერხებით მუშაობის მიზეზებს განმარტავს

29 იანვარი, 2019 • 1654
სილქნეტი ჯეოსელის შეფერხებით მუშაობის მიზეზებს განმარტავს

სილქნეტი ჯეოსელის შეფერხებით მუშაობას ქსელში ჩატარებული მასშტაბური სისტემური განახლებით ხსნის. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ  სისტემის კომპლექსურებიდან გამომდინარე, მიმდინარეობს განახლებული სისტემის ოპტიმიზაცია, რაც შესაძლოა, გარკვეულ შეფერხებებთან იყოს დაკავშირებული.

“სილქნეტმა 25 იანვარს აცნობა თავის მომხმარებელს, რომ ჯეოსელის ქსელში ჩატარდა მასშტაბური სისტემური განახლება, რაც მასიურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული. ამჟამად გრძელდება მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში იმისათვის, რათა უმოკლეს ვადებში დასრულდეს აღნიშნული ოპტიმიზაციის სამუშაოები და სრულად აღდგეს მობილური სერვისების შეუფერხებელი მიწოდება მომხმარებლებისთვის,”- წერია განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი