ახალი ამბები

როგორ გეგმავს მერია მტკვრის სანაპიროს მოწყობას გორგასლის ქუჩასთან [ვიდეო]

29 იანვარი, 2019 • 11854
როგორ გეგმავს მერია მტკვრის სანაპიროს მოწყობას გორგასლის ქუჩასთან [ვიდეო]

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, 29 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე 22 პროექტი წარმოადგინა, რომელთა დაწყებას, მისი თქმით, 2019 წელს მერია გეგმავს.

მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ძვირადღირებულია გორგასლის ქუჩის სანაპიროს განვითარების ხედვა. აღნიშნული პროექტის ღირებულება 110 მლნ ლარია.

როგორც მერია განმარტავს, აბანოთუბნიდან პეტრე ბაგრატიონის ძეგლამდე არსებული საავტომობილო გზა შეიცვლება. კალაძემ ბრიფიგნზე განმარტა, რომ ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა მიწის ქვეშ ჩავა, რისთვისაც ახალი გვირაბი აშენდება, ხოლო გვირაბის ზემოთ დაახლოებით 10 ჰა-ზე მწვანე სივრცე მოეწყობა.

ამასთანავე, კალაძემ განაცხადა, რომ სანაპიროზე მოწეყობა საფეხმავლო ხიდი, რომელიც ჯორბენაძისა და მაჭრის ქუჩების კვეთასთან მეტეხის წარბს დაუკავშირებს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. გვინდა, რომ მოვაწყოთ საავტომობილო გვირაბი, გვირაბის ზემოთ კი, მწვანე სივრცე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის იქნება განკუთვნილი. ისტორიულ ადგილზე დაახლოებით 10 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება და მოწესრიგდება. ასევე, გვინდა საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, რომელიც პირდაპირ მეტროსადგურ „ავლაბართან“ გადავა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ფოტო: თბილისის მერია

მერია ამბობს, რომ პროექტი 2 წელიწადში დასრულდება.

მტკვრის სანაპიროზე საფეხვმავლო ბილიკებისა და სარეკრეაციო ზონების მოწყობას ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა-კონცეფცია ითვალისწინებს. 

ამავე თემაზე

22 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც კალაძემ დღეს დააანონსა

როგორ გეგმავს მერია თბილისში ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციას [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი