გადასახედები იმდენად დაბალია, მეტად დაწევა შეუძლებელია – ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ საქართველოში გადასახადები “იმდენად დაბალია, რომ მეტად დაწევა უბრალოდ შეუძლებელია”. ამის შესახებ მან დღეს, 29 იანვარს, ტექნოპარკში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა.

მაჭავარიანის თანახმად, არასწორია “სპეკულაცია”, თითქოს გადასახადების შემცირებით სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდა ექნება.

მისი თქმით, “თუ დღეს არ გვაქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა”, ამის მიზეზი გადასახადები არ არის.

“თუ საგადასახადო რეფორმაზე ვსაუბრობთ, ეს არის ადმინისტრირების რეფორმა, გამარტივებისკენ, ეფექტურობისკენ გადადგმული ნაბიჯები და ა.შ.”, – აცხადებს მაჭავარიანი.

მინისტრის განმარტებით, “რეალურად, საგადასახადო განაკვეთების შემცირებისკენ ნაბიჯების გადადგმის გზა პრაქტიკულად უკვე ამოწურულია”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com