ახალი ამბები

ზარდიაშვილის თქმით, მოსამართლეებთან სკვერში ახლობლის პანაშვიდის საკითხზე საუბრობდა

29 იანვარი, 2019 • 5248
ზარდიაშვილის თქმით, მოსამართლეებთან სკვერში ახლობლის პანაშვიდის საკითხზე საუბრობდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეებს, რომლებთან შეხვედრის ამსახველი ფოტოც გუშინ ტაბულამ გაავრცელა, შემთხვევით შეხვდა.

ზარდიაშვილის განცხადებით,  “მის მეგობარ” მოსამართლეებთან, რომელთა შორის მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძეც არიან, სულ 5 წუთი ისაუბრა.

“თემა თუ გაინტერესებთ: ჩვენს მეგობარს ოჯახის წევრი გარდაეცვალა და ვისუაბრეთ იმაზე, უნდა წავსულიყავით თუ არა დღეს. მივიჩნიეთ, რომ დღეს გვიანი იყო და დავიშალეთ”, – განუცხადა ზარდიაშვილმა რ2-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი