ახალი ამბები

“ყაზტრანგაზთან” დაანონსებული აქციის შეეშინდათ და ამოძრავდნენ – ელისაშვილი

28 იანვარი, 2019 • 1891
“ყაზტრანგაზთან” დაანონსებული აქციის შეეშინდათ და ამოძრავდნენ – ელისაშვილი

“საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებლის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კომპანია “ყაზტრანგაზთან” საპროტესტო აქცია დააანონსეს, ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისია, ეკონომიკის სამინისტრო და თბილისის მერია “ამოძრავდნენ, რადგან შეეშინდათ”.

ალექსანდრე ელისაშვილმა პარასკევს მიცკევიჩის N18-თან, სადაც “ყაზტრანგაზის” მთავარ ოფისი მდებარეობს, საპროტესტო აქცია დააანონსა, რომელსაც ორი მთავარი მოთხოვნა ექნება:

ერთი – გადადგეს ეს უპასუხისმგებლო ადამიანი და დატოვოს “ყაზტრანგაზის” გენერალური დირექტორის თანამდებობა. მას, უბრალოდ, მორალური უფლება არ აქვს, რომ ერთი წუთით მაინც გაჩერდეს კიდევ ამ თანამდებობაზე. მეორე – იმისთვის, რომ ყველა ვგრძნობდეთ თავს მშვიდად და ვიცოდეთ, რას აკეთებს ეს კომპანია ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, სადაც დარგის სპეციალისტები და საზოგადოების მიერ ნდობით აღჭურვილი ადამიანები შევლენ; ამ საბჭს წინაშე თვეში ერთხელ ან ორ კვირაში ერთხელ ახალი ხელმძღვანელობა იქნება ანგარიშვალდებული და წარუდგენს საქმიანობის ანგარიშს, თუ რას აკეთებენ.”

როგორც ელისაშვილი აცხადებს, ეს ყველაფერი თვითონ უნდა გაეკეთებინა კომპანიას, მაგრამ არაფერს აკეთებენ ამ დრომდე. ელისაშვილი თხოვნით მიმართავს მხარდამჭერებსაც და მათაც, ვისაც ის გულზე არ ეხატება, რომ მივიდნენ ხვალინდელ აქციაზე:

აქ არ არის იმაზე ლაპარაკი, ელისაშვილი გულზე გეხატებათ თუ არ გეხატებათ, პოპულისტი გგონიათ თუ არ გგონიათ. თქვენ იყავით ამ აქციის ორგანიზატორი – არანაირი პრობლემა არ გვაქვს. უბრალოდ, შევიკრიბოთ ხვალ, 29 იანვარს, სამშაბათს, 13:00 საათზე, მიცკევიჩის N18-თან, ყაზტრანგაზის მთავარი შენობის წინ… დავენახოთ ამ ადამიანებს და მოვთხოვოთ პასუხი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი