ახალი ამბები

“ეს სიგნალია სხვებისთვისაც, რომ ჭკვიანად იყვნენ” – უგულავა ბესელიას კადრების გავრცელებაზე

28 იანვარი, 2019 • 2274
“ეს სიგნალია სხვებისთვისაც, რომ ჭკვიანად იყვნენ” – უგულავა ბესელიას კადრების გავრცელებაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი შესაძლო კადრების გავრცელებას დღეს, 28 იანვარს, ფეისბუკზე ეხმაურება

“საკუთარი გუნდის წევრი ქალების ურჩობისთვის დასჯის ასეთი სასტიკი და არადამიანური მეთოდი სიგნალია სხვებისთვისაც, რომ ჭკვიანად იყვნენ. ამჯერად, ასეთი ფორმით ბესელიას იძულება ხდება, რომ დატოვოს ოცნება. ამის შემდეგ ივანიშვილს იმედი აქვს, რომ სასურველ მოსამართლეებს გაიყვანს. აქ ის ძალიან ცდება. ეს მონა მონსტრები უზენაესის უვადო მოსამართლეები ვერ გახდებიან არა იმიტომ, რომ ბესელიაგედევანს არ უნდათ, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოების უკლებლივ ყველა ჯგუფია წინააღმდეგი, მათ შორის, ოცნების უპირობო მომხრეებიც კი.

ამ საქმის საფუძვლიანი გამოძიების და დამნაშავეების დასჯის გარეშე, კადრების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ივანიშვილის და ამ ხელისუფლების კისერზე იქნება!” – ამბობს გიგი უგულავა.

ეკა ბესელიამ კადრების გავრცელებასთან დაკავშირებთ სამართალდამცავ ორგანოებს ეფექტიანი და დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.

“ვის ხელში იყო ეს მასალა? ვინც განახორციელა უკანონო ჩაწერა და სცადა ჩემზე მორალური ზეწოლა 2012 წლის 1 ოტომბრის არჩევნების წინ და არაფერი გამოუვიდათ, ვინც გადასცა გამოძიებას და და ბოლოს სააპელაციო სასამართლოს ხელში… აღარ გავაგრძელებ!”, – განაცხადა დეპუტატმა, რომელიც საკუთარ თანაგუნდელებს 2018 წლის დეკემბერში დაუპირისპირდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების სიის გამო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კადრების გავრცელებაზე გამოძიება უკვე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი