ახალი ამბები

შსს-მ მაჩალიკაშვილის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა

28 იანვარი, 2019 • 1170
შსს-მ მაჩალიკაშვილის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაწყებული წარმოება შეწყვიტა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანსი უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC), აცხადებს, 2019 წლის 3 იანვარს რუსთაველის გამზირზე მყოფ მალხაზ მაჩალიკაშვილს შსს-ს თანამშრომელმა ვინაობის წარდგენისა და სამართლებრივი დოკუმენტების გადაცემის გარეშე განუმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მაჩალიკაშვილის მიერ 2018 წლის 11 სექტემბერს (კარვების გაშლის საქმესთან დაკავშირებით) ჩადენილი ადმინისტრაციული გადაცდომის ფაქტს სწავლობდა და საქმე ცოტა ხანში სასამართლოს გადაეცემოდა.

EMC-იმ, რომელიც მაჩალიკავილის უფლებებს იცავს, მომხდარის შემდეგ მიმართა შსს-ს და ითხოვა ინფორმაციის მიწოდება, რაზეც უწყებიდან აცნობეს, რომ 2018 წლის 11 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, მაჩალიკაშვილის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, სავარაუდოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173- ე (პოლიციის თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფა) მუხლებით.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შსს-დან მიღებული წერილის მიხედვით, მოგვიანებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ადმინისტრაციული გადაცდომის ფაქტი არ დადასტურდა და ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი