ახალი ამბები

ლაშა ჩხარტიშვილი “ლეიბორისტებს” შეუერთდა

28 იანვარი, 2019 • 4778
ლაშა ჩხარტიშვილი “ლეიბორისტებს” შეუერთდა

გარემოსდამცველი აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი “ლეიბორისტულ პარტიას” შეუერთდა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა და ლაშა ჩხარტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განუცხადეს მედიას.

ლაშა ჩხარტიშვილი სათავეში ჩაუდგება პარტიის უფლებადაცვით ცენტრს, რომელშიც თავმოყრილია არამარტო ადამიანის კონსტიტუციური უფლებების განხორციელების კონტროლი, არამედ გარემოზე კონტროლიც – რა გარემოში ვზრდით ჩვენ ბავშვებს, რა გარემოში ცოცხლობენ და არსებობენ ადამიანები, ვინ აბინძურებს ამ გარემოს პოლიტიკურად და ეკონომიკურად. აი, ის არის ჩვენი მტერი და საერთო სამიზნე,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტების ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ “საერთო ბრძოლით ივანიშვილის რეჟიმს მოიცილებენ და ერთად ააშენებენ სანატრელ საქართველოს.”

თავად ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ლეობორისტებთან იდეოლოგიური თანხვედრა აქვს და აპირებს, მათთან ერთად დაასრულოს “ივანიშვილის ქოცნაცური ორპარტიული სისტემა”.

ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ, სამწუხაროდ, ივანიშვილმა მოახერხა და მოკლა პარტიული დემოკრატია, რომელიც ჩანასახის სახით არსებობდა საქართველოში. პრაქტიკულად, საქართველოში აღარ დარჩნენ პარტიები. გარდა იმისა, რომ იდეოლოგიური თანხვედრა არის, სოციალური სამართლიანობა, გარემოს დაცვა, ამ პარტიის გარდა, პრაქტიკულად არავისთვის წარმოადგენს ღირებულებას. სხვა ღირებულებებთან ერთად, მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში აღარ დარჩა არანაირი პლატფორმის პარტია. ძნელია პარტია დაარქვა ქოცმოძრაობას ან თუნდაც ნაცმოძრაობას – ისინი პოლიტიკური ამინდის მიხედვით ცვლიან ხოლმე შეხედულებებს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ამ ქვეყანაში ივანიშვილის ქოცნაცური, ხელოვნური ორპარტიული სისტემა და შევქმნათ ნამდვილი დემოკრატია, რომლის ფლაგმანიც იქნება, ღრმად ვარ დარწმუნებული, ლეიბორისტული პარტია, რომელმაც სამი რეჟიმის პირობებში მოახერხა იდეოლოგიის და თანმიმდევრული პრინციპული პოზიციების შენარჩუნება,” – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი