ახალი ამბები

ტოპ 6 პრობლემა საქართველოს მოსახლეობისთვის 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა – NDI

28 იანვარი, 2019 • 1386
ტოპ 6 პრობლემა საქართველოს მოსახლეობისთვის 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა – NDI

NDI-ს უახლესი კვლევის მიხედვით, რომელიც 2018 წელს ჩატარდა და მოსახლეობის განწყობებს ასახავს, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 6 საკითხი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

მათ შორისაა სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა და ინფლაცია, ტერიტორიული მთლიანობა, პენსიები და ხელფასები.

კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 38 პროცენტი აცხადებს, რომ მათი აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 30 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. კვლევის მიხედვით, მოსხალეობის 29 პროცენტი ამბობს, რომ მათი აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

ჩაშლილად თითოეული საკითხის მიმართ, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი ნეგატიურად აფასების ფასების ზრდას და ინფლაციას, ასევე სიღარიბეს და კრიმინალს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC–საქართველო მედიის 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 2.1 პროცენტს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი