ახალი ამბები

საჯარო სკოლის მასწავლებლებს 42% კარგად აფასებს, 43% – საშუალოდ – NDI

28 იანვარი, 2019 • 2262
საჯარო სკოლის მასწავლებლებს 42% კარგად აფასებს, 43% – საშუალოდ – NDI

NDI-ს უახლესი კვლევა საქართველოს მოსახლეობის განწყობებს, სხდასხვა საკითხებს შორის, განათლების კომპონენტის შესახებაც ასახავს. კვლევაში მოცემულია მოსაქალაქეების ხედვა როგორც, ზოგადად, სისტემის, ისე განათლების კონკრეტული საფეხურების შესახებ.

შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა ნახევარს მიაჩნია, რომ მთავრობა მოქალაქეებისთვის განათლების მიწოდებას თავს კარგად ართმევს. 34% ფიქრობს, რომ ამ მხრივ სახელმწიფო ცუდად მუშაობს, 15%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

სკოლას, რომელშიც გამოკითხულთა ბავშვები სწავლობენ, ძალიან კარგად აფასებს 16%, კარგად – 48%, საშუალოდ – 33%, ცუდად კი – 3%. გამოკითხულთა 1% ფიქრობს, რომ სკოლა, სადაც ბავშვი დაჰყავს, ძალიან ცუდად მუშაობს.

კვლევიდან ასევე ირკვევა, რომ გამოკითხილთა დიდი ნაწილი – 49% – ბავშვებისათვის სკოლას სახლთან სიახლოვის მიხედვით არჩევს. განათლების ხარისხს ამ დროს  უპირატესობას 27% ანიჭებს, 6%-სთვის კი კონკრეტული სკოლა იყო ერთადერთი მათ რეგიონში.

საჯარო სკოლის მასწავლებელთა შეფასების მაჩვენებელი გამოკითხულთა შორის შემდეგნაირად ნაწილდება:

NDI-მ მოქალაქეებს ასევე სთხოვა, კერძო და საშუალო სკოლებს შორის განსხვავება შეეფასებინა უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურის, განათლების ხარისხისა და სხვა კრიტერიუმებით. შედეგები ასე გადანაწილდა:

გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა – 73% მიიჩნევს, რომ რეპეტიტორი აუცილებელია  ეროვნული გამოცდის ჩასაბარებლად . ასე არ ფიქრობს 21%, 5%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. რეპეტიტორის აუცილებლობაზე, საატესტატო გამოცდების შემთხვევაში, მოქალაქეთა 55% საუბრობს, 40% კი ამ აზრს ეწინააღმდეგება. სკოლაში კარგად სწავლისათვის კერძო მასწავლებლის საჭიროებას 47% ხედავს, 48% კი საპირისპიროდ ფიქრობს.

NDI საჯარო სკოლის მასწავლებელთა შეფასებას მოქალაქეთა შორის რეპეტიტორთა საჭიროებაზე მათი დამოკიდებულების მიხედვითაც წარმოადგენს:

განათლების კომპონენტის ბოლო ნაწილი კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტთა მიმართ გამოკითხულთა განწყობას ასახავს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC–საქართველო მედიის 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 2.1 პროცენტს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი