ახალი ამბები

დიდ დიღომში საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

26 იანვარი, 2019 • 1572
დიდ დიღომში საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

დღეს დილით, თბილისში, დიდ დიღომში მდებარე საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს. ინფორმაცია შსს-ში დაგვიდასტურეს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ფიზიკურად არავინ დაშავებულა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი