ახალი ამბები

არ ველოდები გართულებებს – თალაკვაძე ბუღაშენში ავაქიანის ძეგლზე

25 იანვარი, 2019 • 2427
არ ველოდები გართულებებს – თალაკვაძე ბუღაშენში ავაქიანის ძეგლზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ახალქალაქის სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის, მიხეილ ავაქიანის განახლებული ბიუსტის დადგმა ვერ შეცვლის იმ მეგობრულ ურთიერთბას, რომელიც საქართველოს აქვს აზერბაიჯანთან და სომხეთთან.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიხეილ ავაქიანის განახლებული ბიუსტის ახალქალაქში დადგმასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში გუშინ იყო საკმაოდ აქტიური განხილვა.

როგორც იცით, ეს საკმაოდ სენსიტიური საკითხია, რომელიც ჩვენს აზერბაიჯანელს და სომეხ კოლეგებს შორის იწვევს გარკვეულ უხერხულობას. მაგრამ, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ამ ძეგლის საკითხი იმ ურთიერთობებს, რომელიც საქართველოს აქვს აზერბაიჯანთან და სომხეთთან, ვერ შეცვლის… ვერ შეცვლის იმ მეგობრობას, რომელიც თუნდაც საქართველოში და პარლამენტში აქვთ ჩვენს მეგობრებს. შეიძლება ითქვას, რომ საკითხი მეტწილად ამოწურულია და მე არ ველოდები რაიმე გართულებებს,” – განუცხადა არჩილ თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ბუღაშენში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობაც ეთნიკურად სომეხია, თითქმის 25 წელია, სოფლის მკვიდრის, მიხეილ ავაქიანის, ბიუსტი დგას. ავაქიანი. როგორც ახალქალაქის მერიაში გვიდასტურებენ, მონაწილეობდა მთიანი ყარაბაღის ომში და 1994 წელს დაიღუპა, მისი ბიუსტი კი სოფლის ძველი სკოლის ეზოში, სადაც იგი დადიოდა, მალევე დადგეს.

ბიუსტი, ახალქალაქის მერის თანახმად, პირველადი სახით მისმა ძმამ და ბიძაშვილმა აღმართეს; დროთა განმავლობაში ბიუსტი დაზიანდა და ახლახან მისმა ნათესავმა საკუთარი ფინანსებით აღადგინა ისე, რომ სახელმწიფოს ფული ამისთვის არ გამოუყვია. მისი ცნობით, ამავე ადამიანის ფინანსებით შემოარტყეს ძეგლს ღობე.

განახლებული ძეგლის გახსნას 20 იანვარს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები — ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი, სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი და სხვები.

ვრცლად:

“ამ თემაზე აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტია” – საგარეო ახალქალაქში აღმართულ ძეგლზე

მასალების გადაბეჭდვის წესი