ახალი ამბები

SMS და ზარი არჩევნებზე პარტიებისთვის ამომრჩეველთან კომუნიკაციის TOP საშუალება იყო – NDI

25 იანვარი, 2019 • 1053
SMS და ზარი არჩევნებზე პარტიებისთვის ამომრჩეველთან კომუნიკაციის TOP საშუალება იყო – NDI

NDI-ს ახალი კვლევის ნაწილს ასაჯაროებს, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ მოსახლეობის განწყობებს ასახავს.

კვლევის ფარგლებში მოქალაქეებს ჰკითხეს, დაუკავშირდნენ თუ არა არჩევნებამდე პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები. გამოკითხულთა 28%-მა განაცხადა, რომ მათ დაურეკეს ან შეტყობინება მისწერეს. 55 პროცენტი კი ამბობს, რომ საერთოდ არ დაკავშირებიან.

გამოკითხულთა მხოლოდ 11 პროცენტი აცხადებს, რომ პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებმა სახლში მიაკითხეს – 2 პროცენტი კი ამბობს, რომ საჯარო შეხვედრის საშუალებით ჰქონდათ კომუნიკაცია.

მათი უმრავლესობის თქმით (93%), “ქართული ოცნებიდან” ან/და სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან უკავშირდებოდნენ.

სრულად NDI-ს კვლევა მომავალ კვირას გამოქვეყნდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი