“ეს ქმედებები ითვალისწინებს საქართველოსთვის სრულყოფილი სამხედრო დახმარების გაწევას, მის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარებისა და შეიარაღების განთავსების ჩათვლით,”- ავრცელებს უწყების განცხადებას სააგენტო რესი.
ცხინვალი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი თბილისის პროვოცირებას ახდენს ახალი აგრესიული მოქმედებებისთვის.
“ამ პოლიტიკის შედეგები უკვე კარგად ჩანს უკრაინის მაგალითზე. აშშ-სა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის გამყარება ჩვენი საზღვრების გარშემო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის მხოლოდ ახალ ესკალაციას ნიშნავს. მოსალოდნელია აშშ-ის და მისი მოკავშირეების სპეცსამსახურების შეთანხმებული მოქმედებები ჩვენი რესპუბლიკის ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების წინააღმდეგ. [განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს შეიძლება იყოს უკანონო დაკავებები და დაპატიმრებები, ასევე “დავერბოვკება” და ა.შ.].”
შესაბამისად, უშიშროების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ აშშ-ში გამგზვრებისგან.
|
||