ცხინვალი: საქართველოს ექვსი მოქალაქე გავაძევეთ

ცხინვალის ცნობით, 22 -24 იანვარს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიიდან ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს ექვსი მოქალაქე “სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის” გამო გააძევეს.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ისინი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ ცხოვრობდნენ და უკანონოდ ვაჭრობდნენ.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, გაძევებული მოქალაქეები ცხინვალში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და ვაჭრობდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი