ახალი ამბები

თბილისში მდებარე EaP-ის სკოლა მოსწავლეებისთვის სტიპენდიებს აცხადებს

25 იანვარი, 2019 • 1362
თბილისში მდებარე EaP-ის სკოლა მოსწავლეებისთვის სტიპენდიებს აცხადებს

თბილისში მდებარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სკოლა მოსწავლეებისთვის სტიპენდიებს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობა 6 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, აზერბაიჯანიდან სომხეთიდან, ბელარუსიდან მოლდოვასა და უკრაინიდან 16-17 წლის მოსწავლეებს შეუძლიათ.

სტიპენდიის პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიღება ხდება აკადემიური მოსწრების საფუძველზე.

სადიპლომო პროგრამა წარმოადგენს სწავლების ორწლიან კურსს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სტანდარტული მოთხოვნების შესაბამისად ევროპის და ევროპულ საქმეთა სპეციალიზაციის შესაძლებლობით.

კურსები მოეწყო ევროპის ბაკალავრიატის (EB) სწავლების ფარგლებში და შეივსო სწორხაზოვანი ევროპული პერსპექტივით. აღნიშნული სწავლების მიხედვით, ესეიებისა და სასწავლო აქტივობების ფარგლებში მოსწავლეებს ექნებათ საშუალება განიხილონ ევროპული თემები და პრობლემატიკა.

კლასგარეშე აქტივობები უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის ევროპულ გამოცდილებას ახალ სკოლაში, რომელიც საშუალებას მისცემს დაესწრონ ღონისძიებებსა და მიღებებს ევროკავშირის ოფიციალური პირებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით. ასევე შესაძლოა მოეწყოს სასწავლო ვიზიტები ევროპულ ინსტიტუტებში ევროპის და ევროპულ ხალხთა შესახებ სტუდენტების ცოდნის გაღრმავების მიზნით.

საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა ხორციელდება ახალ სკოლაში თბილისში, საქართველოში, რომელიც 2010 წლიდან ავტორიზებულია IB-ის მიერ და წარმოადგენს ევროკავშირის პარტნიორს.

ვრცლად სასტიპენდიო პროგრამის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი