ახალი ამბებიხელოვნება

რუმინეთში ბესიკის ძეგლი დადგეს

25 იანვარი, 2019 • 5389
რუმინეთში ბესიკის ძეგლი დადგეს

რუმინეთში მიმდინარე ქართული კულტურის დღეების ფარგლებში  ქალაქ იაშის ისტორიულ ცენტრში ქართველი პოეტისა და დიპლომატის, ბესიკ გაბაშვილის ბიუსტი გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ღონისძიების ფარგლებში პირველად იქნა წარმოდგენილი რუმინულ ენაზე თარგმნილი ბესიკის ლექსების კრებულის მეორე გამოცემაც. ასევე გაიმართა ბესიკის ეპოქის რუმინეთისა და საქართველოს ამსახველი ფოტო-სურათების გამოფენა და თბილისისა და ქუთაისის თანამედროვეობისადმი მიღვნილი გამოფენა –„თბილისი, ქუთაისი – კულტურა გვაახლოებს“:

“ღონისძიება განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა, რადგან პოეტმა ბესიკ გაბაშვილმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები სწორედ რუმინეთში, ქ. იაშში გაატარა.

 ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაფორმდა ასევე შეთანხმება ქალაქ იაშისა და ქალაქ ქუთაისის დამეგობრების შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, ტურიზმი და გარემოს დაცვა”, – წერია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 ქართული კულტურის დღეები რუმინეთში 24-25 იანვარს გაიმართა.

ბესიკ გაბაშვილის ძეგლი რუმინეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი