ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ომბუდსმენს ცხინვალში დაკავებული ძმების გათავისუფლების საკითხზე მიმართავენ

18 ივლისი, 2014 • • 1133
ომბუდსმენს ცხინვალში დაკავებული ძმების გათავისუფლების საკითხზე მიმართავენ

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ცნობით, იგორ ფუხაევი არის აღნიშნული უწყების ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის მრჩეველი სპორტის საკითხებში და საფეხბურთო გუნდ „სპარტაკ – ცხინვალის“ მენეჯერი (ადმინისტრაციასთან არსებული საფეხბურთო კლუბი).

 

“მას არანაირი კავშირი არ აქვს ცხინვალის რეგიონში „გადატრიალებასთან“, ხოლო სამშობლოს ღალატში მისი დადანაშაულება კატეგორიულად მიუღებელია,”- აცხადებენ ადმინისტრაციაში. 

 

შეგახსენებთ, 16 ივლისს ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ბათირ ფუხაევმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

 

ძმები იგორ და ბათირ ფუხაევები გასულ პარასკევს გენპროკურატურის დავალებით დააკავეს. ისინი არიან ეჭვმიტანილი სამშობლოს ღალატსა და საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაში, რომელსაც ხელმძღვანელობს დიმიტრი სანაკოევი. 

 

სამხრეთ ოსეთში ამ სტრუქტურის საქმიანობა მიიჩნევა უკანონოდ და მიმართულია საკონსტიტუციო წყობის წინააღმდეგ. 

 

ფუხაევები დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ერთ-ერთმა დაკავებულმა, ბათირ ფუხაევმა კი, რომელიც შაქრიანი დიაბეტით არის დაავადებული, უვადო შიმშილობა გამოაცხადა. 

 

ეხო კავკაზას ინფორმაციით, ორივე ძმა საკუთარი დედის დაკრძალვაზე დააკავეს.

 

როგორც გამოცემა იუწყება, ძმებმა ფუხაევებმა ცხინვალში ჩასვლამდე ადგილობრივი «ხელისუფლებისგან» უსაფრთხოების გარანტიები მიიღეს.

 

ფუხაევების მშობლები ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობენ. მათი დედა თბილისში მკურნალობის კურსს გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „წითელი ჯვრის“ მისიის მეშვეობით შესაძლებელი გახდა მისი ცხინვალში გადასვენება. ხოლო იგორ და ბატირ პუხაევები სამხრეთ ოსეთში ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის გავლით მოხვდნენ. ცხინვალში შესვლიდან 6 საათის შემდეგ მოხდა მათი დაკავება და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი