ახალი ამბები

ავიარეისები აღმოსავლეთ უკრაინის საჰაერო სივრცის გვერდის ავლით შესრულდება

18 ივლისი, 2014 • • 1180
ავიარეისები აღმოსავლეთ უკრაინის საჰაერო სივრცის გვერდის ავლით შესრულდება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილე აეროპორტების ოპერირების დარგში გიორგი მოლოდინაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ეს შეზრუდვა საქართველოში “უკრაონის ავიახაზებს” და “ვიზეარს” შეეხება:  

 

“ფრენები აღმოსავლეთ უკრაინის საჰაერო სივრცის გვერდის ავლით მოხდება. თვითონ უკრაინის საჰაერო სივრცეში არის გარკვეული შეზღუდვები. მიეცა ავიაკომპანიებს რეკომენდაცია, რომ არ გადაკვეთონ ეს სივრცე, გუშუნდელი ფაქტიდან გამომდინარე. ის ავიაკომპანიები, რომლებიც ასრულებენ ავიარეისებს უკრაინასა და საქართველოს შორის, ძირითადად გამოიყენებენ ოდესის საჰაერო ზონას. ოდესის საჰაერო ზონიდან შევლენ თურქეთის საჰაერო ზონაში და შემდგომ უკვე შემოვლენ საქართველოში.” 

 

გიორგი მოლოდინაშვილის ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინის საჰაერო ზონას არც ერთი ავიაკომპანია არ გამოიყენებს:”არის შეზღუდვა. უკრაინის მთავრობამ მიმართა ევროკონტროლს, რომელმაც ყველა ავიაკომპანიის ადმინისტრაციას გაუგზავნა წერილი და მიაწოდა ინფორმცია, რომ შეზღუდვებია უკრაინის საჰაერო ზონაში. შესაბამისად, ყველა ავიაკომპანია გრაფიკის შედგენის დროს იხელმძღვანელებს ამ მიმართვით და შესაბამისად დაგეგმავს გრაფიკს.”  

 

17 ივლისს მალაიზიის კუთვნილმა თვითმფრინავმა დონეცკთან კატასტროფა განიცადა. ბორტზე 295 ადამინი იმყოფებოდა, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ყველა გარდაიცვალა.

 

გარდაცვლილების შორის არიან  ჰოლანდიის 154 მოქალაქე 27 – ავსტრალიის, 23 – მალაიზიის, 11 – ინდონეზიის, 6 – ბრიტანეთის, 4- გერმანიის, 4- ბელგიის, 3- ფილიპინების, 1- კანადის. დანარჩენების წარმომავლობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

თვითმფრინავი
თვითმფრინავი

მასალების გადაბეჭდვის წესი