ახალი ამბები

სასამართლოს გადასარჩენად – კვირას NGO-ები აქციას გამართავენ

25 იანვარი, 2019 • 1212
სასამართლოს გადასარჩენად – კვირას NGO-ები აქციას გამართავენ

კვირას, 27 იანვარს, 10:00 საათზე სასტუმრო “რედისონთან” NGO-ები აქციას გამართავენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, 27 იანვარს სასტუმრო “რედისონში” პარლამენტარები, იუსტიციის საბჭოს წევრები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები იკრიბებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურების განსახილველად:

“მიუღებელია, რომ ხელისუფლება სამუშაო ჯგუფში ჯდება იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ცდილობდნენ, ქვეყნისთვის უვადოდ მიესაჯათ უსამართლო და მორჩილი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. შემოგვიერთდი და მოითხოვე რეალური ცვლილება სასამართლოში. მოითხოვე დასრულდეს კლანური მმართველობა, სასამართლოს დაპატრონება და გამოყენება ვიწრო ინტერესთა ჯგუფის მხრიდან” – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მათი თქმით, ცრუ და არაფრისმომცემი სამუშაო ფორმატები საზოგადოებრივი პროტესტის შესუსტებას უწყობს ხელს, კოსმეტიკური ცვლილებებით კი, იმავე ჯგუფის ინტერესების გატარებას ემსახურება. ხელისუფლებამ და სასამართლომ უნდა დაინახოს, რომ საზოგადოება რეალურ ცვლილებას ითხოვს. ეს ცვლილება კი, მათი განცხადებით, სასამართლოში გაბატონებული კლანის პირობებში ვერ მიიღწევა.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

NGO-ები უზენაესის მოსამართლეების თემაზე პარლამენტის სამუშაო ჯგუფში არ შევლენ

მასალების გადაბეჭდვის წესი