ახალი ამბები

მამის მკვლელობის ბრალდებით ვანში შვილი დააკავეს

25 იანვარი, 2019 • 1262
მამის მკვლელობის ბრალდებით ვანში შვილი დააკავეს

ვანის რაიონის სოფელ სულორში მამის მკვლელობის ბრალდებით შსს-მ შვილი დააკავა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამას სხეულზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზინაბებეის გამო კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს და ის დანაშაულს აღიარებს.

მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი