ახალი ამბები

ავსტრალიაში ქალს უნიტაზში დამალულმა გველმა უკბინა

25 იანვარი, 2019 • 4339
ავსტრალიაში ქალს უნიტაზში დამალულმა გველმა უკბინა

59 წლის ელენ რიჩარდს ქვეწარმავალმა იმ დროს უკბინა, როდესაც ის ტუალეტში ბუნებრივი მოთხოვნილებნის დასაკმაყოფილებლად შევიდა. შემთხვევა ხუთშაბათს ავსტრალიის ქალაქ ბრიზბენში მოხდა.

როგორც BBC იტყობინება, 1.5 მეტრი ზომის პითონი უნიტაზში იყო დამალული. როგორც გველების დამჭერმა ჟასმინ ზელენიმ თქვა, ამ შემთხვევაში უცნაური არაფერია, რადგან, როგორც წესი, გველმა თავის შესაფარებლად წყლიანი ადგილი მონახა. ტელეარხისვე ცნობით, ქვეწარმავლის კბენის მიუხედავად, ელენ რიჩარდსი პანიკაში არ ჩავარდნილა, მან უნიტაზში გამოამწყვდია პითონი და მშვიდად დაელოდა მაშველებს.

აღნიშნული ქვეწარმავალი შხამიანი არ არის, თუმცა მისი კბენის შემდეგ ტეტანუსის აცრის გაკეთება სავალდებულოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი