ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღის ინფორმაციით, ერთ-ერთ სამხედრო პუნქტში ჯარისკაცი დაიღუპა

18 ივლისი, 2014 • • 1100
ყარაბაღის ინფორმაციით, ერთ-ერთ სამხედრო პუნქტში ჯარისკაცი დაიღუპა

როგორც მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის პრესსამსახური აცხადებს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. 


უკავშირდება თუ არა აღნიშნული ფაქტი სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტს, ამის შესახებ გამოცემა არ წერს. 

 

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.


1994 წელს მხარეებმა  ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის.

 

ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. 




მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი