ახალი ამბები

ტოვებს თუ არა ბილაინი საქართველოს – კომპანიის განცხადება

24 იანვარი, 2019 • 2619
ტოვებს თუ არა ბილაინი საქართველოს – კომპანიის განცხადება

კომპანია ბილაინში აცხადებენ, რომ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და  1.3 მილიონამდე მომხმარებლის მომსახურებას. მობილური ოპერატორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 2018 წელი კომპანიამ წარმატებით დაასრულა. მეტიც ,მიმდინარე წელს 21 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

რაც შეეხება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მობილური ოპეარტორი  საქართველოს ბაზრიდან გასვლას გეგმავს. განცხადებაში წერია, რომ ნებისმიერი დიდი კომპანიის შემთხვევაში შესაძლოა ყიდვა-გაყიდვა.

ბილაინი დიდი ტელეკომ ჯგუფის ნაწილია და,  როგორც ნებისმიერი მსგავსი ზომის ჯგუფის შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს კომპანიების ყიდვა და გაყიდვა – ეს ბიზნესის წარმართვის ჩვეულებრივი ნაწილია. ამ ეტაპზე ყიდვის ან გაყიდვის წინადადება არ არსებობს და კომპანია განაგრძობს განვითარებას, რომ შექმნას კიდევ უფრო მეტი ღირებულება მისი თანამშრომლებისთვისა და მომხმარებლებისთვის,”-აცხადებენ კომპანიაში.

კახა ბექაურის თქმით, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენცია შესუსტებულია, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ბილაინია, რომელიც სათანადო კონკურენციას მაგთისა და სილქნეტს ვერ უწევს.

“ასევე დღეს შემიძლია ღიად ვთქვა, რომ  “ბილაინს” არ ჰქონდა 4G უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ვერ უწევდა ამ ორ კომპანიას კონკურენციას, მაგრამ კომისიამ მისცა მათ 800-იანი სიხშირე და მათ შეძლეს 4G განვითარება, მიუხედავად ამისა, მათ გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ჰქონდათ ქართული ბაზარი და პრინციპში „ბილაინსაც“ გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს. შესაბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა,”-ამბობს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი