ახალი ამბები

კორპუსში მილები ლენტით იყო გადაბმული და გაზი ჟონავდა – ყაზტრანსგაზი

23 იანვარი, 2019 • 4606
კორპუსში მილები ლენტით იყო გადაბმული და გაზი ჟონავდა – ყაზტრანსგაზი

თბილისში, ვაშლიჯვრის ერთ-ერთი კორპუსში კუსტარულად გადაბმული რეზინის მილებიდან გაზი ჟონავდა, – იუწყება “ყაზტრანსგაზი”.

მათივე ცნობით, შემთხვევის გამო ევაკუაცია გამოცხადდა.

კომპანია აცხადებს, რომ ამ დროისთვის საფრთხე აღარ არსებობს.

მათივე ინფორმაციით, გამოძახებაზე მისულ თანამშრომლებს კუსტარულად გაყვანილი შიდა ქსელი და წებოვანი ლენტით გადაბმული რეზინის მილები დახვდათ.

კომპანიის ცხელ ხაზზე კორპუსის ერთ-ერთმა მობინადრემ დარეკა და თქვა, რომ სადარბაზოში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა.

“კომპანიის სპეციალისტებმა ადგილზე შეამოწმეს კორპუსის გაზგაყვანილობა და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის ძლიერი კონცენტრაცია იყო”, – აცხადებს კომპანია.

კორპუსს გაზმომარაგება შეუწყვიტეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა მოსახლეობის ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი