ახალი ამბები

პროკურატურა კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე: ყველა შესაძლო ვერსიაზე ვმუშაობთ

16 ივლისი, 2014 • • 1632
პროკურატურა კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე: ყველა შესაძლო ვერსიაზე ვმუშაობთ

პროკურატურის განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია. 

 

უწყების ინფორმაციით, საგამოძიები ჯგუფი ძალიან აქტიურად მუშაობს.


“ამ დროისთვის ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ეროსი კიწმარიშვილის ძმის მონაწილეობით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, გასროლილი მასრა და იარაღის მჭიდში მოთავსებული ვაზნები. დანიშნულია ექსპერტიზები, დაკითხულია არაერთი მოწმე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ წუთებში ხდება ამოღებული ვიდეომასალის გაშიფრვა საგამოძიებო ორგანოში, და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობას მიიღებს თვითონ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრების მოთხოვნით დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლაიშვილი, რომელსაც პროკურატურა მისცემს ყველა საშუალებას, რათა მან სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა ამ ექსპერტიზაში და მას გადაეცემა საქმის მასალების ყველა ასლი.”

 

პროკურატურის განამარტებითვე, მას შემდეგ, რაც მზად იქნება ექსპერტიზის დასკვნა, დამატებითი დეტალების შესახებ გახდება ცნობილი. 

 

“ამოღებულია ყველა ვიდეომასალა, რომელიც დააფიქსირა კამერამ და ტექნიკურმა მოწყობილობამ მოახდინა მისი შენახვა. არის გარკვეული ვიდეომასალა, რომლის ამოღებაც ვერ მოხერხდა, იმიტომ, რომ მისი ჩაწერა ვერ მოხერხდა ტექნიკური მოწყობილობიდან გამომდინარე. კონკრეტულად რომელი კამერებია, ასე დაზუსტებით თქმა არ შემიძლია. როცა გაიშიფრება, ზუსტად გვეცოდინება შემთხვევის ადგილის რა მონაკვეთებს აფიქსირებს ეს ვიდეოკამერები. გასროლა მოხდა თუ არა იმ იარაღიდან, რომელიც შეიძინა, ამას დაადგენს ექსპერტიზა,”- აცხადებს კაციტაძე. 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი