ახალი ამბები

ჭიდაობაც ძალადობაა – ხინჩეგაშვილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულ გეგეშიძეს უჭერს მხარს

23 იანვარი, 2019 • 4064
ჭიდაობაც ძალადობაა – ხინჩეგაშვილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულ  გეგეშიძეს უჭერს მხარს

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოჭიდავე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მის კოლეგაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჭიდაობის ფედერაციის პრაზიდენტს, გეგა გეგეშიძეს მხარდაჭერას უცხადებს.

ჭიდაობაც ძალადობაა; რომ ვეჭიდავები სპორტსმენს, ვძალადობ. ძალის გამოყენების გარეშე იმას ქულას მე ვერ ავუღებ,” – განუცხადა ჟურნალისტებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გეგა გეგეშიძის მხარდამჭერ აქციაზე.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სამგზის ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონია. 27 წლის სპორტსმენი ასევე არის არაერთი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი და პრიზიორი.

  • რამდენიმე თვის წინ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შეუერთდა ჩაგვრის წინააღმდეგ კამპანიას – “ძლიერები არ ძალადობენ”.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანმა და ორგზის ევროპის ჩემპიონმა, ზურაბ დათუნაშვილმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძე რკინის ბლაგვი საგნით თავის გატეხვასა და კორუფციაში დაადანაშაულა, თუმცა პოლიციას ჩვენება არ მისცა. მოჭიდავე ამბობს, რომ არავის დაჭერა სურს და მხოლოდ გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს მთლი თავისი გუნდით.

დეტალები ამ თემაზე:

ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თავში რკინა ჩამარტყა – მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი