ახალი ამბები

პატიმრები და ციხის თანამშრომლები წითელაზე უფასოდ აიცრებიან – პენიტენციური სამსახური

23 იანვარი, 2019 • 1139
პატიმრები და ციხის თანამშრომლები წითელაზე უფასოდ აიცრებიან – პენიტენციური სამსახური

პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს წითელას საწინააღმდეგო აცრა გაუკეთდებათ. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, აცრის პროცესი ნებაყოფლობითია. ამასთან, პატიმრებისა და სამსახურის თანამშრომლების ვაქცინაცია უფასო იქნება.

“ვაქცინაცია შეეხება იმ ადამიანებსაც, ვისაც არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ჩატარებულ გეგმურ ვაქცინაციას ან მცირეწლოვან ასაკში წითელას შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით. ამასთან, ამ პროცესში ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები სათანადო სამედიცინო სერვისებით იქნებიან უზრუნველყოფილნი როგორც პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო ნაწილში, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების გზით,”-წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში დაგეგმილი წითელას საწინააღმდეგო უფასო აცრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. აცრის პროცესი დღეს, 23 იანვრიდან დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი