ახალი ამბები

დირსის საცხოვრებელ კომპლექსში გაზმა გაჟონა – ყაზტრანსგაზ თბილისი

22 იანვარი, 2019 • 1992
დირსის საცხოვრებელ კომპლექსში გაზმა გაჟონა – ყაზტრანსგაზ თბილისი

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კომპლექსს დირსში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზმა გაჟონა. ყაზტრანსგაზ თბილისის ინფორმაციით, მათთან შეტყობინება დღეს, 22 იანვარს, შუადღეს შევიდა. ადგილზე მისულმა ჯგუფმა კი გაზის გაჟონვა დააფიქსირა. კომპანიაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების მიზნით, კორპუსს დროებით შეუწყდა გაზის მიწოდება. გაზის გაჟონვა, სავარაუდოდ, არასწორად დამონტაჟებულ მილს უკავშირდება.

“აღნიშნულ მისამართზე მისვლისას პირველ სართულზე, სადარბაზოში, შეიგრძნობოდა გაზის სუნი. დეტალურად შემოწმდა გაზსადენი, სერვერის საშუალებით შემოწმდა ლიფტის და საკომუნიკაციო შახტები. საკომუნიკაციო შახტში სერვერმა დააფიქსირა გაზის გაჟონვა,”-ამბობენ კომპანიაში.

“ორი დღის განმავლობაში დაკეტილ ბინაში გაზი ჟონავდა. პატრული იყო მოსული, ყაზტრანსგაზიდანაც მოვიდნენ. მათთ გაარკვიეს, რომ გაზი ჟონავდა. ჩემი ინფორმაციით, არასწორად იყო გაზის გაყვანილობა დამონტაჟებული,”- უთხრა რუსთავი 2-ს ადგილობრივმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი