ექსკავატორის მძღოლმა ახალაშენებული სასტუმროს კარი შეანგრია ▶︎ ვიდეო

ტვიტერზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ანგრევს ლივერპულში ექსკავატორის მძღოლი ახალაშენებული სასტუმრო Travelodge-ის ჰოლს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მძღოლის გაბრაზება ხელფასთან დაკავშირებულმა დავამ გამოიწვია. მძღოლი მიიჩნევდა, რომ დამსაქმებლებმა მას კუთვნილი ხელფასი სრულად არ აუანაზღაურეს.


ამჟამად მძღოლს პოლიცია ეძებს. Independent-ის ინფორმაციით, ანაზღაურების სახით მძღოლი 600 ფუნტს ითხოვდა. დამსაქმებელ კომპანიას კომენტარი არ გაუკეთებია.

ვიდეოში ისმის სხვა მუშების ხმაც, რომლებიც მის შეჩერებას ცდილობენ. ერთ-ერთი მათგანი უყვირის, რომ თანხას თავისი ჯიბიდან გადაუხდის თუ ექსკავატორს შეაჩერებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com