ეძებენ გაუჩინარებულ თვითმფრინავს, რომლის ბორტზეც ფეხბურთელი ემილიანო სალა იმყოფებოდა

21 იანვრის საღამოს გაუჩინარებულ მცირე ზომის თვითმფრინავს ამ დრომდე ეძებენ, რომელიც საფრანგეთიდან უელსში, ქალაქ კარდიფის მიმართულებით მიფრინავდა. ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა, თუმცა ის ამ დრომდე არ უპოვიათ.

როგორც BBC იტყობინება, მცირე ზომის თვითმფრინავში 2 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი კი არის არგენტინელი თავდამსხმელი ემილიანო სალა. ის საფეხბურთო კლუბმა “კარდიფ სიტიმ” ცოტა ხნის წინ შეიძინა, კონტრაქტს ხელი კი გასულ კვირას მოეწერა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

ემილიანო სალა “კარდიფ სიტისთვის” რეკორდული შენაძენი იყო. საფეხბურთო კლუბმა ფეხბურთელში 15 მილიონი ფუნტი (19.3 მილიონი აშშ დოლარი) გადაიხადა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.