ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ელისაშვილი მთავრობას ცხინვალისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეთავაზებისკენ მოუწოდებს

22 იანვარი, 2019 • 1652
ელისაშვილი მთავრობას ცხინვალისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეთავაზებისკენ მოუწოდებს

ალექსანდრე ელისაშვილი  პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ცხინვალის მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებისაკენ მოუწოდებს.

როგორც “სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალი წლების შემდეგ დიდთოვლობის გამო ცხინვალისა და რუსეთის დამაკავშირებელი გზა ჩაკეტილია, რის გამოც ქალაქში ჰუმანიტარული კრიზისია და კატასტროფის საშიშროების წინაშეც დგას. მისი თქმით, ქართულმა მხარემ ადამიანობა და სახელმწიფოებრივი პოზიცია უნდა გამოიჩინოს და ცხინვალში მცხოვრებ თანამოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზოს.

სრულად ელისაშვილის განცხადებას მოუსმინეთ ვიდეოში:

 

Posted by სამოქალაქო მოძრაობა on Monday, January 21, 2019

თუმცა, როგორც თავად ცხინვალის მცხოვრებლებმა განუცხდეს ნეტგაზეთს, რაიმეს განსაკუთრებული დეფიციტი მაღაზიებში ან აფთიაქებში არ უგრძვნიათ.

ოსური მედიის ცნობით კი, იმის გამო, რომ დიდთოვლობის გამო მეშვიდე დღეა რუსეთთან საზღვარი ჩაკეტილია, მაღაზიებში რძის პროდუქციის, ძეხვეულის და ბავშვთა კვების დეფიციტი შეიმჩნევა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი