ახალი ამბები

სუპერმარკეტი “ფუდმარტი” ქუთაისში და რამდენიმე რესტორანი იმერეთში დაჯარიმდა

15 ივლისი, 2014 • • 1859
სუპერმარკეტი “ფუდმარტი” ქუთაისში და რამდენიმე რესტორანი იმერეთში დაჯარიმდა

შემოწმდა სუპერმარკეტი “ფუდმარტი” ქუთაისში, ასევე, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ხორცის სარეალიზაციო ობიექტი შპს “უხვი”, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ქვილიშორში – შპს “ქალაქური 2013”-ის კუთვნილი რესტორანი, სამტრედიაში, თამარ მეფის ქუჩაზე – ნაყინის საწარმო შპს “მყინვარი”, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში – ი/მ “ბერდია ქიტუაშვილის” ნახევარფაბრიკატების საწარმო და თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე – შპს “ჯაზას” პურის ქარხანა.

 

“აღნიშნულ საწარმოებში გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები: ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობის, სანიტარიული ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა; ბიზნესოპერატორებმა ვერ წარმოადგინეს პროდუქციის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი კვლევის ოქმები; შენობები არ იყო დაცული მღრღნელებისა და მწერებისაგან”, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. 

 

აღნიშნული დარღვევების გამო ბიზნესოპერატორებს – ს.ს “ფუდმარტს”, შპს “უხვს”, შპს “ქალაქური 2013”-ს, ი/მ “ბერდია ქიტუაშვილსა” და შპს “ჯაზას” კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი  და ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი