ახალი ამბები

ხატიაშვილი: სააკაშვილის მთავრობამ ვერ გაბედა ადვოკატებზე ჯვრების მოხსნა, რაც ახლა მოხდა

15 ივლისი, 2014 • • 1359
ხატიაშვილი: სააკაშვილის მთავრობამ ვერ გაბედა ადვოკატებზე ჯვრების მოხსნა, რაც ახლა მოხდა

“ხელისუფლებამ იფიქრა, იფიქრა და მიიღო ბრძნული გადაწყვეტილება, სასწრაფოდ  დაიწყონ  ადვოკატების ღირსების შელახვა და დაელოდნენ რეაქციას. 2014 წლის 14 ივლისს ქსნის #14 დაწესებულებაში  ადვოკატი, რომელიც შედიოდა თავისი დაცვის  ქვეშ მყოფთან, არ  შეუშვეს სასჯელაღსრულების ქსნის #14 დაწესებულებაში, სანამ არ  მოახსნევინეს ჯვარი”, – აცხადებს ხატიაშვილი.

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მაშინდელმა სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გამოსცა ბრძანება, რომელიც კრძალავდა ფასეული ნივთების შეტანას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში:  

 

“მოუნდათ ამ ბრძანების განხორციელება ადვოკატების მიმართ, რასაც მოჰყვა მკაცრი რეაქცია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მხრიდან. ამიტომ ვერ გაბედა სააკაშვილის ხელისუფლებამ სასჯელაღსერულების დაწესებულებებში ადვოკატებზე ჯვრების მოხსხნა  დაცვის ქვეშ მყოფთან  შესვლის დროს. ის, რაც ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ, საარჩევნო კატასრტოფის შემდეგ, პოლიციური მმართველობის იდეით შეპყრობილმა საქართველოს  ხელისუფლებამ არჩევნების მეორე დღეს დაიწყო ძალადობა ადვოკატებზე. ერთი შეხედვით შეიძლება არ ღირდეს ასეთ ნიუანსზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ  ეს არის  ხელისუფლების იდეაფიქსი, ღირსება შეულახონ მათ, ვისაც ვერ იმორჩილებენ”, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.  

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ “არ დაუშვებს ადვოკატების ღირსების შელახვას  და იბრძოლებს   ხელისუფლების დიქტატორული გამოვლინებების წინააღმდეგ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ძალმომრეობის პოლიტიკის განხორციელება”:

 

“სამოქალაქო საზოგადოებას შევახენებ, რომ ივანე მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე მოსულ პატიმრებს, რომლებიც სასამართლო პროცესზე  მოიყვანეს ჩვენების მისაცემად, ხელზე  ეკეთათ ძვირადღირებული საათები და ეს იხილა მთელმა საქართველომ   ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის ეთერში. ისმის  რიტორიკული კითხვა: თუ პატიმრებისთვის ეს არის დასაშვები, ადვოკატები უნდა დაამცირონ და მოახსნევინონ ნათლობის ჯვრები მართლმადიდებელ სახელმწიფოში?” – აცხადებს ხატიაშვილი.  

 

ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, “თავი შეიკავოს ადვოკატების ღირსების შელახვის პოლიტიკის განხორცილებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლების ძალმომრეობით პოლიტიკას მოჰყვება საკმაოდ მკაცრი რეაქცია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის  მხრიდან, რაც არ მგონია ხელისუფლებისთვის იყოს მომგებიანი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი