ახალი ამბები

უსაფრთხო იქნება თუ არა მესტიის მიმართულებით ფრენა

15 ივლისი, 2014 • • 1689
უსაფრთხო იქნება თუ არა მესტიის მიმართულებით ფრენა

L410-ის ტიპის თვითმფრინავები, რომლებმაც თბილისი-მესტია-თბილისის მიმართულებით ფრენები 18 ივლისიდან უნდა შეასრულოს, წელიწადში 4-5 ავარიას ახორციელებს, ამბობს კარბელაშვილი:

 

“ჩეხური წარმოების კომპანია L410 არის ყველაზე, ასე ითვლება მთელ მსოფლიოში, ყველაზე საშიში თვითმფრინავი. არ გასულა წლები, რომ 4-5 კატასტროფა მსოფლიოში არ განეხორციელებინა. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რა შეიძლება მოყვეს ამ თვითმფრინავების საერთოდ საქართველოში შემოყვანას. წლების განმავლობაში რუსეთის ყველა ქალაქში ჩამოვარდნილია ეს თვითმფრინავი. რა უნდათ, ხალხის კიდევ ტრაგედიები გვინდა?”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს გიორგი კარბელაშვილმა. 

 

მესტიის აეროპორტი
მესტიის აეროპორტი

კარბელაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელახლა უნდა განიხლოს და უარი თქვას L410-ის საქართველოში შემოყვანაზე. 

 

“რუსთავი 2”-თან საუბარში ქეთევან ალექსიძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ამბობს, რომ L410 ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ არის სერტიფიცირებული, რაც მის საიმედოობაზე მეტყველებს:

 

“L410-ის შემთხვევები არავისზე მეტი ან არავისზე ნაკლები არ არის. არასწორია ასე ფორმულირება. მაშინ თქვენ უნდა ჩაეძიოთ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევას და გაიგოთ, თუ რატომ მოხდა ეს შემთხვევა. ეს თვითმფრინავი არის უსაფრთხო და ამის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი არის ის, რომ ეს თვითმფრინავი სერტიფიცირებულია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ. ეს ორგანიზაცია არის გარანტი იმისა, რომ ევროკავშირში მფრინავი ხომალდები არის უსაფრთხო”.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, ნატახტარის აეროდრომიდან მესტიის მიმართულებით ფრენები 18 ივლისიდან აღდგება, რომელსაც ჩეხური წარმოების L410 შეასრულებს. აღნიშნულ თვითმფრინავებს 15 ადამიანის გადაყვანა შეუძლია, ხოლო ბილეთის ფასი 65 ლარი იქნება. მთავრობის განცხადებით, საჰაერო რეისები მესტიის მიმართულებით 7-8 საათიან გზას 45 წუთამდე შეამცირებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი