ახალი ამბებიტექნოლოგიები

ჯეოსელისა და მაგთის ზოგიერთი პაკეტის საფასური იზრდება და სააბონენტო გადასახადი წესდება

21 იანვარი, 2019 • 25842
ჯეოსელისა და მაგთის ზოგიერთი პაკეტის საფასური იზრდება და სააბონენტო გადასახადი წესდება

მაგთი და ჯეოსელი მომხმარებლებს სააბონენტო გადასახადს გადაახდევინებენ. მნიშვნელოვნად იზრდება ჯეოსელის “მეტი S”-ის და მაგთის “მარტივი 25” -ის ღირებულება. ამ უკანასკნელის ღირებულება 25 -ის ნაცვლად 30 ლარი იქნება. 

სააბობენტო გადასახადი

ჯეოსელის შემთხვევაში სააბონენტო გადასახადი პირველი მარტიდან თვეში 20 თეთრი იქნება. რაც შეეხება მაგთის სააბონენტო გადასახადს, ამ შემთხვევაში 180 დღეში 1 ლარია.

პირველი მარტიდან ჯეოსელის ზოგიერთი პაკეტის საფასური იზრდება, ხოლო მაგთის შემთხვევაში პაკეტების საფასურის ზრდა 18 თებერვლიდან დაიწყება. მაგალითად, ჯეოსელის პაკეტის “მეტი S”-ის ფასი 5-ის ნაცვლად 7 ლარი იქნება. მოქმედი პაკეტი თვეში 120 წუთს, 100 მგ-სა და 100 სმს-ს მოიცავს. პირველი მარტიდან ამ პაკეტის ღირებულება 2 ლარით იზრდება, თუმცა ჯეოსელი მომხმარებელს ინტერნეტის მოცულობას უზრდის.

მეტი S

ახალი ტარიფით “მეტი S”-ის ღირებულება 5-ის ნაცვლად 7 ლარი იქნება. ინტერნეტის მოცულობა 300 მგ-მდე იზრდება. ასევე იზრდება სმს-ების რაოდენობა, ხოლო სალაპარაკო წუთების რაოდენობა იგივე, ანუ 120 წუთი რჩება.

პაკეტი მეტი M

პირველი მარტიდან 10-ლარიანი პაკეტის, მეტი M-ის საფასური 5 ლარით იზრდება. ამჟამად ჯეოსელის ამ პაკეტს მომხმარებლებს შემდეგი პირობებით სთავაზობს: შიდა ქსელებზე უსასრულო წუთები; 300 MB და 1000 სმს. ცვლიელებების შემდეგ პაკეტის ღირებულება 15 ლარი ხდება. ინტერნეტის მოცულობა 1 გბ-მდე იზრდება, ხოლო სმს-ების რაოდენობა ულიმიტო ხდება, ამჟამად 1000-ია.

პაკეტი მეტი უსასრულო

პაკეტის ღირებულებაცპირველი მარტიდან 5 ლარით გაიზრდება და მომხმარებელს 25 ლარის ნაცვლად 30 ლარის გადახდა მოუწევს. ამ პაკეტშიც გაზრდილია ინტერნეტის მოცულობა 500 მეგაბაიტით.

მოქმედი ტარიფით “მეტი უსასრულოს” პაკეტს ჯეოსელი მომხმარებელს შემდეგი პირობებით სთავაზობს: უსასრულო წუთები; 1 მეგაბაიტი და უსასრულო სმს-ბი. მარტიდან მომხმარებელი 30 ლარად მიიღებს ულიმიტო სასაუბრო წუთებს, 1.5 მეგაბაიტსა და უსასრულო სმს-ებს. კომპანიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ რეალურად ფასის ზრდა არ მოხმდარა, რადგან პაკეტებში ინტერნეტის მოცულობა გაზარდეს. ჯეოსელის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მობილური ინტერნეტის მზარდი მოთხოვნის გამო მიიღეს.

დეტალური ინფორმაცია ახალ პაკეტებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ აქ:

ცვლილებების მობილური ინტერნეტის ფასებშიც. პირველი მარტიდან ინტერნეტის ყიდვა შემდეგი ტარფით მოუწევს:

  • 1.5 გბ – 6 ლარი
  • 3 გბ –  8 ლარი
  • 5 გბ –  12 ლარი
  • 8 გბ –  15 ლარი
  • 20 გბ – 30 ლარი
  • 2 გბ დღიური – 1,5 ლარი

მობილურ ინტერნეტზე მოქმედი ტარიფი შემდეგია:

  • 500 მბ – 3 ლარი
  • 1.2 გბ – 5 ლარი
  • 2 გბ – 7 ლარი
  • 4 გბ – 10 ლარი
  • 6 გბ –  15 ლარი
  • 15 გბ – 30 ლარი

რაც შეეხება მაგთიკომს, ტარიფი ამ შემთხვევაში იზრდება. მაგთიკომი მომხმარებელს სთავაზობს განახლებულ პაკეტ „მარტივს“, ნაცვლად „მარტივი 25“-სა. მოქმედი ტარიფით ეს პაკეტი 1 მეგაბაიტ ინტერნეტსა,  ულიმიტო სმს-ებსა და სასაუბრო დროს გულისხმობს. ახალი ტარიფით, რომელიც მაგთთის შემთხვევაში 18 თებერვალს ამოქმედდება, პაკეტში ინტერნეტის მოცულობა 500 მეგაბაიტით იზრდება.

ცვლილებებია მობილური ინტერნეტის ფასშიც:

  • 1 გბ – 5 ლარი
  • 3 გბ – 9 ლარი
  • 5 გბ – 12 ლარი
  • 20 გბ – 20 ლარი

მაგთის მოქმედი მობილური ინტერნეტის საფასური შემდეგია:

  • 500 მგ – 3 ლარი
  • 1 გბ – 5 ლარი
  • 2 გბ – 7 ლარი
  • 4 გბ – 10 ლარი
  • 6 გბ – 15 ლარი

ინფორმაცია მაგთიკომის ახალ ტარიფებთან დააკავშირებით ნახეთ ვრცლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი